“სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რა მოხდა სინამდვილეში კორცხელში”

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების ხელკეტებით ცემის კადრების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილია.

ხადური აცხადებს, რომ სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორ აღმოჩნდა იქ ეს ხელკეტები და რა მოხდა სინამდვილეში.

“რამდენადაც ვიცი, ასეთი კადრები მართლაც არსებობს და სწორედ ამიტომ არის სასამართლოში აღძრული საქმე. ვფიქრობ, სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორ აღმოჩნდა იქ ეს ხელკეტები და რა მოხდა სინამდვილეში“, – განაცხადა ხადურმა.

კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების ადვოკატი ზურაბ ბელთაძე კორცხელში გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, სადაც ჩანს როგორ სცემენ ხელკეტებით სპორტსმენებს უცნობი პირები.

 

banner
წინა სტატიაში“ვაპირებთ იმდენი სამუშაოს შესრულებას, რაც გასული ათწლეულების განმავლობაში არ შესრულებულა”
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: წყნეთის სამთავრობო აგარაკები არ გაყიდულა