მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გაწუწვის საქმე – სასამართლომ კოალიცია “ცვლილებისთვის” დაპატიმრებულ ლიდერს, ნიკა მელიას ერთი წელი და 6 თვე მიუსაჯა.
ვერდიქტი მოსამართლე ელენე გოგუაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ნიკა მელია სხდომას არ დასწრებია.
როგორც ადვოკატი გორგი კონდახაშვილი სხდომის შემდეგ “პირველებთან” ამბობს, “ოცნებამ” ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ აჩვენა, რომ მათ ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა არ სურთ.
უფლებადამცველის თქმით, გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.
მოსალოდნელი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება. როგორც ჩანს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ნიკა უნდა დარჩეს ციხეში. ნიკა ამჟამად სასჯელს იხდის ე.წ. კომისიაზე არ გამოცხადების გამო. მას უნდა დაეტოვებინა სასჯელაღსრულების დაწესებულება იანვარში, მაგრამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დარჩეს საპატიმროში. თან მაქსიმალური მიუსაჯეს. 20 ივნისიდან დაიწყო ათვლა პატიმრობის. შევეცდებით გავასაჩივროთ სააპელაციოში”, – განაცხდა ადვოკატმა.
ნიკა მელიამ პოზიცია წინა პროცესზე დააფიქსირა, თქვა, რომ არ ნანობს მოსამართლისთის წყლის შესხმას. როგორც მან სასამართლო პროცესზე თქვა, ეს ქმედება ერთადერთი იყო, რას საკუთარი ღირსების დასაცავად შეეძლო განეხორციელებინა.
მელიას თქმით, ის აღშფოთდა იმ ფაქტით, რომ მოსამართლე საერთოდ არ დაინტერესდა მისი გატაცების ამბით, რომელსაც პოლიტიკოსი მოსამართლეს განსასჯელის სკამიდან უყვებოდა.
















