23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

სასამართლომ ნიკა მელიას 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემულობის გამო დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე ნინო ელიეშვილის გადაწყვეტილებით, მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ახალმა სასჯელმა წინა განაჩენი შთანთქა, შესაბამისად, მელიას საპატიმროში ყოფნის ვადა არ გაზრდილა და ის ციხეს კვლავ 2026 წლის დეკემბერში დატოვებს.

საქმე ეხებოდა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობდა (მოსამართლის შეურაცხყოფა), რაც 2 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიტრაგედია ხობში: მდინარეში ჩამხტარ შვილს გადაჰყვა დედა — ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს, ქალს ეძებენ
შემდეგი სტატიამთავრობამ ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც 2030 წლისთვის ავარიების მსხვერპლის 25%-ით შემცირებას ისახავს მიზნად