თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე მოქალაქეს, გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შსს-ს ცნობით, 3 ივნისს, გიორგი გედენიძემ სოციალურ ქსელში, „იმედის“ პოსტზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენა.
აღნიშნული ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა.
საქმე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობდა.
არც გიორგი გედენიძე და არც მისი უფლებადამცველი პროცესს არ ესწრებოდნენ.














