12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

სასამართლომ ნიკა გვარამია 12 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ ნიკა გვარამია 12 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამია “დროას” ოფისთან 4 დეკემბერს, იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა.

არალეგიტიმური ხელისუფლების ძალოვანმა უწყებამ ნიკა გვარამიას დაკავებისას ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა. ნიღბიანები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და უგონო მდგომარეობაში მყოფი წაიყვანეს.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ, საიდანაც დღეს დილით თბილისის საქალაქო სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არ შეუტყობინებიათ.

ნიკა გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას 12 დღით, მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე მე-8 დღეა მოძალადე ძალოვნებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მათი რესურსი ამოუწურავია
შემდეგი სტატიაცისფერი გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე “პუბლიკას” ჟურნალისტს სცემეს