სასამართლომ ნავალნის არასანქცირებული მიტინგის გამო ჯარიმა დააკისრა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 27, 2017 16:22

სასამართლომ ნავალნის არასანქცირებული მიტინგის გამო ჯარიმა დააკისრა

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ალექსეი ნავალნი, გუშინ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ორგანიზებული არასანქცირებული მიტინგების გამო 20 ათასი რუსული რუბლით დააჯარიმა. მეორე ბრალდება – სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა განიხილება.
პირველი პროტოკილის განხილვისას ნავალნიმ განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ თვლის მიტინგების შესახებ კანონის დარღვევის გამო. მისი თქმით, მან შეიტანა განცხადება მიტინგის ჩატარების თაობაზე, მაგრამ მოსკოვის ხელმძღვანელებს მასზე პასუხი არ გაუციათ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გუშინ ღამით დაწერა, რას აკეთებდა მთელი დღის განმავლობაში. კვირას რუსეთის ათ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც თავის მხრივ, მედვედევთან დაკავშირებულ მრავალი უძრავი ქონების შესახებ გამოძიებამ გამოიწვია.

“ინსტაგრამის” მომხმარებელმა @ispiridonoff მედვედევს კითხა: “გამარჯობა. როგორ ჩაიარა დღემ?”, რაზეც პრემიერმა უპასუხა: “ნორმალურად. თხილამურებით ვისრიალე”.

დღეს გავრცელდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასობით დაკავებული ადამიანის გამო რუსეთის ხელისუფლება გააკრიტიკა. აშშ-ს შიდა პოლიტიკურმა უწყებამ მომხდარს “დემოკრატიული ღირებულებების შეურაცხყოფა” უწოდა.
“რუსეთის მთავრობას მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს დაკავებულები, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ” – სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა თქვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვში გამართულ ანტიკორუფციულ მიტინგზე ოფიციალურად 600 ადამიანი დააკავეს. უფლებადამცველების თქმით, მათი რიცხვი ათასზე მეტია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 27, 2017 16:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics