16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

სასამართლომ ნასაკირალში ქალის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ გოგიტა ელიაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ნასაკირალში 62 წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ გოგიტა ელიაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამთა საჯაიამ გამოიტანა.

პროკურორების განცხადებით, ბრალდებული მოკლულს ჯერ კიდევ 2025 წლის აგვისტოში დაემუქრა, რა დროსაც ელიაძე ზოიძეს სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა. მათივე თქმით, შემთხვევის დღეს ბრალდებული ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ იყო, მან უკანონოდ შეაღწია დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში და 62 წლის ქალს 60 ჭრილობა მიაყენა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ლუქსემბურგიდან 26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფის ავიაექსპედიცია გაიმართება
შემდეგი სტატიაოცნების პროპაგანდა ღარიბაშვილის, მისი ცოლის ძმისა და ასავალ-დასავალის რედაქტორების წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის მუხლით საქმის აღძვრას აანონსებს