სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ცოლ-ქმარს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ორი პირი დამნაშავედ ცნო

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარმა, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 68,3252 გრამი მეთადონი (მარილი).

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინათ.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს
შემდეგი სტატიაCNN – ოდესაში რუსული რაკეტა ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერის კოლონიდან 500 მეტრში ჩამოვარდა