ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ინფორმაციისთვის, 2025 წლის 11 იანვარს, მზია ამაღლობელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის – წარწერით „იფიცება საქართველო“, გაკვრის გამო დააკავეს. დღევანდელი პროცესი სწორედ ამ დაკავების კანონიერების დადგენის მიზნით ჩატარდა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, მიუხედავად საქმეში არსებული ვიდეო მტკიცებულებებისა, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიჩნია, რომ მზია ამაღლობელი კანონიერად დააკავეს.

















