32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

სასამართლომ მუსიკოსი მაია დარსმელიძე 2800 ლარით დააჯარიმა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუსიკოსი მაია დარსმელიძე 2800 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო. აღნიშნული სამართლებრივი დავა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ნინო ჯღარკავას მიმართ განხორციელებულ სავარაუდო შეურაცხყოფას უკავშირდება.

დარსმელიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება ე.წ. „სქროლვა-სქრინვის“ სამმართველომ დაიწყო.

სასამართლოს გადაწყვეტილებას თავად ნინო ჯღარკავაც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში:

„ამასობაში ჩემი შეურაცხყოფისთვის ‘მუზიკანტ’ მაია დარსმელიძეს 2800-ლარიანი ჯარიმა მიარჭვეს, დამაფასე ოქრიკ, შეიძლებოდა მეტიც, აგერ ვახო სანაიას 6000-ლარიანი გლიჯეს“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოებრივ სივრცეში აქტიურად განიხილება მსგავსი ტიპის ადმინისტრაციული დავები, რომლებიც ხშირად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებსა და კომენტარებს უკავშირდება.

banner
წინა სტატიაში“მეხის დაცემაა”- მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩიმაკაძის დაწინაურებაზე
შემდეგი სტატია“ყველა ინანებს საკუთარ ლაჩრობას”- სალომე ზურაბიშვილი ალეკო ელისაშვილის განაჩენს ეხმაურება