29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

სასამართლომ მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის შეურაცხყოფის ფაქტზე ერთი პირი 2 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის შეურაცხყოფის ფაქტზე ერთი პირი 2 000 ლარით დააჯარიმა.

არსებული ინფორმაციით, ვახტანგ დიასამიძემ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მედიის პოსტზე რეზო კიკნაძეს შეურაცხყოფა მიაყენა. დიასამიძის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობდა.

სხდომას ესწრებოდა თავად ვახტანგ დიასამიძეც. როგორც მან განაცხადა, არ იცოდა, ვინ იყო რეზო კიკნაძე და აღნიშნულ ფაქტს ნანობს.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმი თბილისში ჩატარდება
შემდეგი სტატიააშშ-მა ირანული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ორი თვით შეამსუბუქა