23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ, ბრალდებული დაზარალებულებს დაჰპირდა საზღვარგარეთიდან შერჩეული ავტომობილების ჩამოყვანას, რისთვისაც 20 პირისგან მოტყუებით მიიღო 460 714 ლარი, თუმცა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო ფულად თანხას დაეუფლა თაღლითურად.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის„ბ“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე: ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია
შემდეგი სტატიასოფია სიგუა-შატბერავა: გარდა ელექტრონული სამაჯურისა, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერიც აქვს გამოწერილი