სასამართლომ მარინ ლე პენს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნა

საფრანგეთის სასამართლომ ნაციონალისტების ლიდერს, მარინ ლე პენს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნა. ასეთი გადაწყვეტილება სასამართლომ 2015 წელს ლე პენის მიერ გავრცელებული ვიდეოს გამო მიიღო, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორც ხოცავენ “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები მშვიდობიან მოქალაქეებს. ვიდეო 12 სექტემბერს ლე პენმა “ტვირეტზე” გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, სასამართლოს აინტერესებს აქვს თუ არა ლე პენს რაიმე ტიპის ფსიქოლოგიური ავადმყოფობა, თუკი ეს ფაქტი დადასტურდა, შეიძლებოდა თუ არა მას ემოქმედა აღნიშნული ვიდეოს გამოქვეყნებაზე.
,,ბიბისის” ინფორმაციით, ექსპერტიზამ, ასევე, უნდა დაადგინოს, შეუძლია თუ არა ფსიქოლოგიურად ჯანმრთელ ლე პენს საზოგადოებისთვის საფრთხის მოტანა.

თავისმხრივ პოლიტიკოსმა სასამართლოს გადაწყვეტილებას “სიგიჟე” უწოდა.

“ეს რეჟიმი ნამდვილად მაშინებს” – ამის შეასხებ მან საკუთარ “ტვიტერზე”დაწერა.

“მეგონა ყველაფრის უფლება მქონდა, მაგრამ არა! იმ საშინელების განხილვისთვის, რასაც “ისლამური სახელმწიფო” ჩადის, მე მინიშნავენ ფქსიქოლოგიურ ექეპერტიზას. რამდენად ღრმად შეტოპავენ?” – განაცხადა ლე პენმა.

მოგვიანებით მარინ ლე პენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის არ აპირებს ექსპერტიზის გავლას. “მინდა ვნახო, როგორ მაიძულებს მოსამართლე ამის გაკეთებას” – მედია მის სიტყვებს ციტირებს.

banner
წინა სტატიაში,,ვეფხია ბაქრაძეს მისსავე ნაქირავებ სახლში არ უშვებდნენ და როდესაც შესვლა მოახერხა, თავად ამჟამად გარდაცვლილმა გაიწია მისკენ დანით”
შემდეგი სტატიაავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პუტინთან ჩახუტებაზე და ანტირუსული სანქციების მხარდაჭერაზე საუბრობს