სასამართლომ მაია და გუკა რჩეულიშვილები, ასევე ირაკლი მინდელი პატიმრობაში დატოვა

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე სამივე ბრალდებული – მაია რჩეულიშვილი, გუკა რჩეულიშვილი და ირაკლი მინდელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი არგუმენტაცია არ გაიზიარა.
უფრო კონკრეტულად, ადვოკატები ირაკლი მინდელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50 ათას-ლარიანი გირაოთი შეცვლას, გუკა რჩეულიშვილისთვის 100 ათას ლარიანი გირაოს, მაია რჩეულიშვილისთვის კი 250 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო ) რას აცხადებს სანდრა რულოვსი მის შესაძლო მაჟორიტარობასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიალარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა