სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი ლუკა ჭოხონელიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 დღით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ გამოაცხადა.
ხოლო ცოტნე მირცხულავა სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა. მის საქმეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუა განიხილავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.


















