სასამართლომ ლისის ტბასთან ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ლისის ტბასთან ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმა.

ნიკა მელია მიმდინარე წლის მაისში, მაშინ დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.

შსს-ს განცხადებით, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

თავად მელია და მისი დაცვის მხარე ამ დაკავებას გატაცებად აფასებს.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია სასამართლოზე – წყლის შემოტანის შესაძლებლობა არ მომეცით
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია – ამაყი ვარ, რომ „რუსული ოცნების“ დასანქცირებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის