სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 მარტს, ზ.ფ. ზუგდიდში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“-ში მივიდა და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“-ს კუთვნილ თანხას – 5055 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2018 წლის 25 იანვარს ზ.ფ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზ.ფ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიანილს სკოტი : შეიძლება, დაეთანხმო ან არ დაეთანხმო ჟურნალისტის ნათქვამს, მაგრამ ძალადობა მიუღებელია