28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

სასამართლომ ჯგუფურად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად ორ პირს 18-18 წლით, ხოლო ერთ პირს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ინახავდნენ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება “ალფა-პვპ”-ს, რომელიც სამ ეტაპად უკანონოდ გაასაღეს.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიიორდანიის თავდაცვის სამინისტრო: ირანის სამი რაკეტა გავანადგურეთ
შემდეგი სტატიაკალაძე: დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზს თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო მოაწყობს