სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. თავად ბრალდებული სპეციალური პროგრამის მეშვეობით ესწრებოდა სხდომას.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკაის,  მამუკა ჭაბაშვილის განცახდებით , მან აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე : კორონავირუსის 110 შემთხვევა 2 000 ტესტირებულიდან არის დადასტურებული
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია: ქვეყანაში 40-მდე კლინიკა მზადაა ცხელებიან პაციენტებს მოემსახუროს