სასამართლომ ირაკლი ხოფერია დაზარალებულად ცნო

სასამართლომ ახალგაზრდა ,რომელიც პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს დაზარალებულად ცნო,-ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

ირაკლი ხოფერიას პროკურატურა დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებოდა. საიამ, რომელიც ხოფერიას ინტერესებს იცავს, სასამართლოს მიმართა. სასამართლომ პროკურატურა დაავალდებულა, ხოფერია დაზარალებულად ცნოს. საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ საჩივრდება.

როგორც ირაკლი ხოფერია აცხადებს, 16 თებერვალს თბილისში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში იგი სცემეს იმ დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, რომელიც მას არ ჩაუდენია. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ სცემდნენ, მას ემუქრებოდნენ ნარკოტიკის “ჩადებით”. დანაშაული, რომლის აღიარებასაც, ხოფერიას თქმით, აიძულებდნენ, იყო მობილური ტელეფონის წართმევა. როგორც ხოფერია ამბობს, მას ოთხი პოლიციელი სცემდა, ვიდრე არ გაირკვა, რომ შეცდომით დააკავეს.

ხოფერიას ოჯახს ხელთ აქვს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ ახალგაზრდა ნაცემია და სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება.

საიას ცნობით, პროკურატურამ გამოძიება მომხდარიდან მხოლოდ 1 თვის შემდეგ, 15 მარტს დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობა შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მიერ 2017 წლის 16 თებერვალს მოქალაქე ირაკლი ხოფერიას წამების ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით).

????????????????????????????????????
banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
შემდეგი სტატიასერგო რატიანი უმრავლესობას : ასეთი საარჩევნო სისტემა მუსოლინიმ შესთავაზა იტალიას