6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომას პირველად ესწრება თავად ბრალდებულიც.

სხდომაზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის კითხვას, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, ირაკლი ღარიბაშვილმა უარყოფითად უპასუხა.

პროკურატურა ყოფილ პრემიერს სსკ-ის 338-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილი უკვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რაზეც საპროცესო შეთანხმებით 5 წლით პატიმრობა და 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა აქვს დაკისრებული.

banner
წინა სტატიაშიგელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიასასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, მაია ცქიტიშვილი იკითხება