23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

სასამართლომ იოსებ სიგუასთვის ელექტონული ზედამხეველობის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისთვის, პოლკოვნიკ იოსებ სიგუასთვის, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ელექტონული ზედამხეველობის განხორციელების თაობაზე არსებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

ცნობისთვის, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფია სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

სიგუამ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა. ამ პოსტზე ის რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. მანამდე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ხელისუფლება მოქალაქეებსა და ტურისტებს მოსალოდნელი ანომალიური სიცხის შესახებ აფრთხილებს
შემდეგი სტატიაცრუ ბრალდებების გამო ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა რუსეთის დიპლომატები დაიბარეს