სასამართლომ გრიგოლ ვაშაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლე ეკა ჯინჭევალაშვილმა ​მოსარჩელე მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

საქმე ეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. ოპოზიცია ითხოვს, ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად, მიეთითოს გაერთიანებული ოპოზიცია.

გუშინ საქმის არსებითი განხილვა გაიმართა, სადაც მოსარჩელე მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, საქმეს დაერთოს სააგიტაციო მასალები, კანდიდატის პლაკატები და მაისურები, რომელზეც ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის სახელითაა დაფიქსირებული. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ თავდაპირველად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა განცხადებით, როდესაც თვითმმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატი დაარეგისტრირა. ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატად იქნება დაფიქსირებული.

გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილილი: ქვეყანა დგას ორ ფეხზე – ერთი არის განათლება და მეორე ჯანდაცვა
შემდეგი სტატიამორიგი სკანდალური ჩანაწერი და მოზარდების მკვლელობის საქმის მოწმე, რომელსაც ფული გადაუხადეს – ზაზა სარალიძე პირველ კომენტარს აკეთებს