სასამართლომ გივი თარგამაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ დეპუტატს, გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

სასამართლო სხდომას თარგამაძე არ ესწრებოდა.

გივი თარგამაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თარგამაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

 

banner
წინა სტატიაშიწულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე ბრალდებული ნიკა მელიასა და გივი თარგამაძის საქმეებზე განაჩენი დღეს, 27 ივნისს გამოცხადდება
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა – საერთაშორისო თანამეგობრობა დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ხედავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში