სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას საქმის განხილვა მიმდინარეობს.

სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა არ გაიზიარა.

სასამართლომ მხარეთა პოზიციების გაცნობის შემდეგ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

​„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირუხის საავადმყოფოში ათი კოვიდინფიცირებული მკურნალობს
შემდეგი სტატიაზაურ დარგალი : შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები გაგრძელდება