სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

„მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართოლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარემ რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშირურუა – კუჭავას წერილით უნდოდათ გადაეფარათ ის ბრალდება, რასაც ბრალდების მხარე მიყენებს
შემდეგი სტატია“მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გახარიასგან ურთიერთობის პრობლემა არ დგას, მის მიმართ უამრავი კითხვა არსებობს”