სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ზურაბ ფეიქრიშვილი განზრახ მკვლელობის ჩადენაში დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 23 თებერვალს, საღამოს საათებში, კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში ზურაბ ფეიქრიშვილი და ვასილ ქამხაძე სტუმრად იმყოფებოდნენ თანასოფლელთან, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.

„მეორე დღეს, 24 თებერვალს, დაახლოებით 12:40 საათზე, კონფლიქტით განაწყენებული ზურაბ ფეიქრიშვილი მივიდა ვასილ ქამხაძის საცხოვრებელ სახლში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ხელების ყელში წაჭერის გზით ვასილ ქამხაძე მოახრჩო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ზურაბ ფეიქრიშვილი იმავე დღეს, კასპში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გორის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ფეიქრიშვილს სასჯელის სახედ და ზომად ათი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშილარი ისევ გაუფასურდა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: მომდევნო წლის ბიუჯეტი 800 მილიონ ლარზე ნაკლები არ იქნება