სასამართლომ ელისო კილაძის შვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 27, 2017 14:33

სასამართლომ ელისო კილაძის შვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის ადვოკატებმა მოსამართლე ხათუნა ხარშილავას ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე განმარტავდა, რომ როდესაც პრეზიდენტის სიძის მეგობარი მიხეილ თათარიშვილს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდა, იგივე ქმედება რატომ არ უნდა განხორციელდეს დავით ხარშილაძის შემთხვევაშიც. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე გირაოს სახით 10 ათას ლარს სთავაზობს სასამართლოს. დაცვის მხარის განმარტებით, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციას ეხება. მათი თქმით, ეს შეიძლება საქმეში ახალ გარემოებად განვიხილოთ და ამ ფონზე ადვოკატების თქმით, დავით ხარშილაძე გირაოთი უნდა გათავისუფლდეს.

რაც შეეხება მოსამართლის პოზიციას. მოსამართლე ხათუნა ხარშილავას მოსაზრებით, საქმეში არ არსებობს ახალი გარემოება, რაც შეეხება სხვა სისხლის სამართლის საქმის მაგალითად მოყვანა, არგუმენტს მოკლებულია. სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული დავით ხარშილაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა და აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეცვალა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 27, 2017 14:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics