6.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოპოზიციონერი პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას, კახა კალაძის ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის (“რუსული ოცნება”) გამო წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს.

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, შინა პატიმრობას, ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეზე ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რის გადახდაზეც მან უარი განაცხადა და ის განაჩენის გამოცხადებამდე პატიმრობაში იმყოფებოდა.

ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ამას აღვიქვამთ, როგორც სიგნალს, რომ დავნებდეთ, მაგრამ თუ ვინმეს დანებება მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი
შემდეგი სტატიაგიგა ლემონჯავა: ეს ერთგვარი მუქარაა ყველასთვის, თუმცა ამაზე ჩვენი პასუხია, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება!