სასამართლომ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ე.წ. საგამოძიებო კომისიის “მოთხოვნის შეუსრულებლობის” გამო, აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა

ოლიგარქის სასამართლომ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ე.წ. საგამოძიებო კომისიის “მოთხოვნის შეუსრულებლობის” გამო, აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ, “პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის” ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მამუკა ხაზარაძეს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

მანამდე თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიამ მამუკა ხაზარაძე სხდომაზე დაიბარა, რაზეც პოლიტიკოსმა უარი განაცხადა. სწორედ ამის გამო, წულუკიანის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ხაზარაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიშესაძლებლობები ღიაა, რომ განვითარების გზაზე არ გაჩერდე – საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად
შემდეგი სტატიარა არის სპოტ ბიტკოინის გაცვლითი სავაჭრო ფონდი და როგორ შეუძლია მათ შეცვალოს კრიპტოს ინსტიტუციური ადაპტაცია?