8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო.

ყოფილ პრემიერსა და გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

2019 წლის 20 ივნისის და ე.წ ჩორჩანას საქმეებზე ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ივანიშვილის მთავარმა პროკურორმა 12 ნოემბერს განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიწვიმა, ქარი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
შემდეგი სტატიამაკალისტერი: ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის კენჭისყრა 4 ან 5 მაისს გაიმართება