სასამართლომ დისტანციის დაუცველობის გამო დაჯარიმებულ 7 ადამიანს 3000-ლარიანი ჯარიმა გაუუქმა

გორის რაიონულმა სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის დროს დისტანციის დაუცველობის გამო დაჯარიმებულ შვიდ ადამიანს 3000-ლარიანი ჯარიმა გაუუქმა. მოსამართლემ ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა.

“2020 წლის 21 აპრილს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისს მომართა გორში მცხოვრებმა მოქალაქეებმა: თამაზ მახარაძემ, იოსებ ხაბალაშვილმა, ხვიჩა საბაშვილმა, ედუარდ ფაილევანიანმა, თამაზ ავეტისოვმა, უშანგი საბაშვილმა და მიხეილ ფიდიურმა. მათი განცხადებით, მიმდინარე წლის 17 აპრილს ისინი დააჯარიმეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დისტანციის დაუცველობის გამო. ჯარიმას ისინი მიიჩნევდნენ უკანონოდ, რადგან არ იმყოფებოდენენ ერთად, 3 ადამიანი იდგა ცალკე 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, მათგან 40-50 მეტრის დაშორებით იდგა კიდევ სამი ადამიანი 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, ხოლო ერთი მათგანი იდგა საერთოდ ცალკე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ ერთად და გამოწერა შვიდი 3000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი” – აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – ბევრ ქვეყანაში მუშაობს საპროცესო შეთანხმება იმ ადამიანებთან, ვინც სახელმწიფოს ფული მოჰპარა, საქართველოში 2,5 მილიარდი დოლარი ამოვიღეთ
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე – იმ ქვეყანასთან თანამშრომლობა, სადაც პოლიტპატიმრები არიან, არცერთ ნორმალურ სახელწიფოს არ სურს