სასამართლომ დავით ქაცარავა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა და ხურვალეთში მცხოვრები ხვიჩა ხუროშვილი გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით დავით ქაცარავასთვის 5 000 ლარის ოდენობის გირაოს, ხუროშვილისთვის კი 3 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

დავით ქაცარავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქმე ეხება სოფელ ხურვალეთში, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც რამდენიმე ადგილობრივთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

საქმის განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში 11 თებერვალს დაიწყება.

banner
წინა სტატიაში“რაც მოხდა, იყო ძალიან დიდი შოკი და იმედგაცრუება”
შემდეგი სტატიაერეკლე კუხიანიძეს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინეს