28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

სასამართლომ დაკავებულ აქტივისტ ვასო ბერიძეს 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ვასო ბერიძე 5000-ლარით დააჯარიმა.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს “შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.

ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ფოტო: გიორგი მოსიაშვილი

banner
წინა სტატიაშიბახმაროში იაპონელი ტურისტი, 30 წლამდე ქალი გააუპატიურეს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა