სასამართლომ ბათუმში დაკავებული 2 არასრულწლოვანი გაათავისუფლა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გვიან ღამით, ბათუმში განვითარებული პროცესების საქმეზე, ერთმანეთის პარალელურად, 13 სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

ორ მათგანზე გადაწყვეტილება მიღებულია, ორი არასრულწლოვანი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ერთ-ერთ დაკავებულს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით, ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდა.

ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ 40-მდე პირი დააკავა.

საქმე მასობრივი არეულობისა და საჯარო და სახელმწიფო დაწესებულებაზე თავდაცვის მუხლებით არის აღძრული.

banner
წინა სტატიაშისპილომ იაპონიაში ზოოპარკის თანამშრომელი ხორთუმით სიკვდილამდე ცემა
შემდეგი სტატია“ბორჯღალოსნები” რუსეთის ნაკრებს ამარცხებენ