სასამართლომ ანა წითლიძე სამართალდამრღვევად არ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ენმ-ს ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დეპუტატის ანა წითლიძის ბრალეულობა ვერ დაადგინა, – ამის შესახებ ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორ წითლიძე წერს, მოსამართლემ არასაკმარისად მიიჩნია ის მტკიცებულებები, რომლებიც მის წინააღმდეგ წარადგინეს.

„ზუგდიდის მერიამ რომ მიჩივლა ქალაქის იერსახე დაამახინჯა სტენსილებითო, იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამამართლა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო არ ჩათვალა, რომ სამართალდარღვევა ჩავიდინე. ის დღეა ვადაგასული საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას ჩემი თითი რომ შეეწირა.

ზუგდიდის მერიის წარმომადგენელი ისეთ დღეში იყო, შემეცოდა ჩვენ არ გვინდოდა ოქმის შედგენა, ზუგდიდის პოლიციამ მოგვმართა და რა გვექნაო.

წინ კიდევ ორი სასამართლო მაქვს და სხვა თუ არაფერი, მერიაზე და პოლიციაზე მაინც ვიცინებ – სხვა საქმე რომ არაფერი აქვთ გარდა იმისა მე მსდიონ“, – წერს ანი წითლიძე ფეისბუკზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: ქართული პოლიტიკა უნდა დავინახოთ მიხეილ სააკაშვილის გარეშე, როგორც მინიმუმ, რამდენიმე წელი, რამდენი წელიც მას აქვს მისჯილი
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 841 პაციენტი