სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ კიდევ 5 პირს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ კიდევ 5 პირს – ექა მაჭავარიანს, ვახო ფიცხელაურს, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, სერგო მეგრელიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის პატიმრობა შეფარდება მოითხოვა, მიზეზად – მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე დაასახელა.

ბრალდებულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.

პროკურორის თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით 6 ოქტომბერს დაკავებული 13 პირის საქმე – გაერთიანებულად განიხილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ – გიორგი რურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენსტა და ალექსანდრე გოგოლაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილსა და დავით სტურუას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 4 ოქტომბრის მოვლენებზე ამ დროისთვის ჯამში 35 ადამიანია დაკავებული.

35 დაკავებულს შორის 30 – აქციის მონაწილეა, 5 კი მოძრაობა ეროვნული კრების წევრი – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ნადირაძე.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე კიდევ 12 ადამიანი დააკავა
შემდეგი სტატიანებისმიერი ადამიანი, ვინც “ქართული ოცნების” დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს