სასამართლომ 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ მომღერალს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისში, რესტორან “აღაში” მომხდარი დაპირისპირებაში მონაწილე მომღერალს საბა სამუშიას სასამართლის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა პატიმრობის შეფარდების შესახებ და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოთი გათავისუფლებაზე.

გმირთა მოედანზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. მას ოპერაცია გამთენიისას ჩაუტარდა და დაზიანებები მარჯვენა ბარძაყზე და მარჯვენა წინამხარზე აღენიშნებოდა.

18 იანვარს თბილისში, გმირთა მოედანზე, ერთ-ერთ რესტორანში სამი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება.

წინასასამართლო სხდომა 1 მარტს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიგამთენიისას პირველი არხის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს, დაკავებულია ორი პირი
შემდეგი სტატიაგიორგი ჭანტურიას სახლი კვლავ იჩხრიკება -ზურაბ ჭანტურიას სასწრაფოს დახმარება დასჭირდა