სასამართლომ 20 ივნისის აქციის საქმეზე 16 პირიდან არც ერთი, მათ შორის არც მაკო გომური დაზარალებულად არ სცნო

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ 16 პირიდან არც ერთი, მათ შორის არც მაკო გომური დაზარალებულად არ სცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

როგორც საია-ს იურისტმა რეზო აჭარაძემ განაცხადა, მათი საჩივარი 16 ადამიანის დაზარალებულად ცნობას მოიცავდა, რომელთაგან 8 ჟურნალისტი, 8 კი სამოქალაქო პირი იყო. აჭარაძის განმარტებით, ვინაიდან პროკურატურამ აღნიშნული პირების დაზარალებულად ცნობაზე უარი განაცხადა, სასამართლო იყო ბოლო შანსი, რომ ისინი დაზარალებულად ეცნო.

იურისტი აცხადებს, რომ მოსამართლემ დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა. როგორც აჭარაძე აღნიშნავს, მოსამართლის განმარტებით, აღნიშნულ პირებს ზიანი დანაშაულით რომ მიადგათ არ დგინდება, ასევე არ დგინდება, თუ რომელი დანაშაულით. აჭარაძის განმარტებით, საია-ს საჩვარი სასამართლომ 25 ოქტომბერს არ დააკმაყოფილა, დასაბუთებული განაჩენი კი დღეს ჩაბარდათ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულად 67 პოლიციელი და აქციის 4 მონაწილე სცნო.

banner
წინა სტატიაშიიურიდიულმა კომიტეტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ინიცირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლია: გადაიღოს ვინმე ქართველმა რეჟისორმა ფილმი ამ ჩვენს “საპატრიარქო კარის თამაშებზე”, მსოფლიო ბესთსელერი გახდება