30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

სასამართლომ 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისთვის ორ პირს 8-8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კომპანიის კუთვნილი, 11 204 424 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ორივე მათგანს სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაზარალებულის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ყალბი მინდობილობა დაამზადეს, რომლითაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა სანოტარო ბიუროში ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა და საკუთრებაში დაირეგისტრირა დაზარალებულის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის შემდეგ, ჯგუფის წევრებმა თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთი 2 500 000 აშშ დოლარად გაასხვისეს.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინათ.

სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ორივე მათგანს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
შემდეგი სტატიანატო-ს გენერალური მდივანი: ალიანსის 32-ვე ლიდერმა უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა