” სასამართლოებს ვერაფერს მოვუწოდებ რა უნდა გააკეთონ”- უსუფაშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, იგი სასამართლოებს ვერ მოუწოდებს, თუ რა უნდა გააკეთონ. აღნიშნული კომენტარი უსუფაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

დავით უსუფაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების უზენაესი სასამართლოებისადმი მიმართვას გამოეხმაურა.

“სასამართლოებს ვერაფერს მოვუწოდებ რა უნდა გააკეთონ. მე ველოდები ხოლმე სასამართლოების გადაწყვეტილებებს იმიტომ, რომ ყველა საკითხზე, რომელზეც ვინმე ვერ ვთანხმდებით, ბოლოში მივდივართ სასამართლოებში. აი მოსამართლეებმა რა და როგორ უნდა გააკეთონ, ეს მათი გადასაწყვეტია და მე მინდა ვისურვო, რომ ყველა გადაწყვეტილება იქნება ხოლმე დასაბუთებული და პირველ რიგში, ვინც არ ვართ ხოლმე შინაარსით კმაყოფილი, გვექნება განცდა, რომ ეს იყო სამართლიანი პროცესის შედეგი,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიასადი: პუტინს არასდროს შემოუთავაზებია პოსტის დატოვება
შემდეგი სტატიასაფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბრიტანელ კოლეგას “მატყუარა” უწოდა