„მე სასამართლო სისტემაში რომც არ ვიყო, არ დავიკარგები“ – ლევან მურუსიძე

დღეს 3 წლის ვადით თანამდებობაზე გამწესებული, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის საქმიანობაზე იმსჯელებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. არ არის გამორიცხული საქმე უშუალოდ საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს ეხებოდეს:

„მე სასამართლო სისტემაში რომც არ ვიყო, არ დავიკარგები და მერწმუნეთ, არ ვარ ცუდი იურისტი. ეს რომ ყოფილიყო ლევან მურუსიძის გამო გაკეთებული, ეს გაკეთდებოდა იმ დროს, როდესაც იქნა მიღებული კანონი. ორი თვის უკან, სამი თვის უკან და მერწმუნეთ, ამაში ვერც არასამთავრობოები და ვერავინ ხელს ვერ შემიშლიდა. აქედან გამომდინარე, არ არის საჭირო დრამატიზება,“ – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

banner
წინა სტატიაშიგორის რაიონში 50-წლამდე მამაკაცი ცემით მოკლეს
შემდეგი სტატიაგურიაში ე.წ. “ღამის მგლების” წევრი ბაიკერები გამოჩდნენ