“სასამართლო სისტემა უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას, რომ ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციას ვერ მივიღებთ”

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით ის უსამართლობა რაც „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ სასამართლოში ხორციელდება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მედიის და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს მომავალს. გვარამიას თქმით ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ვიზალიბერალიზაცია უკვე ოქტომბრამდე იგვიანებს და თუ ხელისუფლებამ მსგავსი ქმედებები გააგრძელა საქართველოს ევროპული მომავალი საერთოდ კითხვის ნიშნიშ ქვეშ დადგება.ნიკა გვარამიას თქმით, მსგავსი უსამართლობა დაუსჯელი არ დარჩება.

„ცალსახაა რომ შეთანხმებულად მოქმედებს ხელისუფლება, სასამართლო და მოწინააღმდეგე მხარე. აპელაციის მოხსნის მიზანი არის ის რომ პროცესი სწრაფად დასრულდეს და რუსთავი2 საერტოდ არ იყოს მხარე. ეს არის ერთი საერთო ცენტრიდან ორკესტრირებული გადაწყვეტილება. ეს არათუ მართლმსაჯულება, მართლმსაჯულების იმიტაციაც აღარ არის. ზუსტად იმის გამო რომ პროცესები ასე მიმდინარეობს, ჩვენი ერი აკლდება ისეთ მნიშვნელოვან მიღწევას, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია. ეს სასამართლო კოლეგია, მოსამართლე ურთმელიძე და საერთოდ სასამართლო სისტემა უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას, რომ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციას სამწუხაროდ ვერ მივიღებთ“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ყველა პარტნიორი გვეუბნება, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციისთვის მზად არის
შემდეგი სტატიასასამართლომ ადვოკატები დიმიტრი ძაგნიძე და ზაზა ბიბილაშვილი 500-500 ლარით დაჯარიმა