სასამართლო სისტემა უნდა გათავისუფლდეს მურუსიძე-ჩინჩალაძეებისა და დანარჩენებისგან – ირმა ინაშვილი

region
ავტ.: region თებერვალი 21, 2019 15:31

სასამართლო სისტემა უნდა გათავისუფლდეს მურუსიძე-ჩინჩალაძეებისა და დანარჩენებისგან – ირმა ინაშვილი

უკვე ცნობილია,რომ ეკა ბესელიას კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით შეჩერებას გულისხმობს, საპარლამენტო ოპოზიცია სრულად უჭერს მხარს.

იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ბესელიას კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია და ის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ეკა ბესელიას მხარდამჭერები მმართველი პარტიის დეპუტატებს შორისაც აღმოაჩნდნენ.

რაც შეეხება ოპოზიციას, ირმა ინაშვილის განცხადებით, ის მზად არის მხარი დაუჭიროს ბესელიას პროექტს, რადგან თვლის, რომ სასამართლო კლანური მმართველობისგან უნდა გათავისუფლდეს.

“ის მოსამართლეები შვა იმ რეჟიმმა და იმ მოსამართლეებს დღეს აცოცხლებს გარკვეული ჯგუფი პარლამენტშიც სხვათა შორის, რომელიც პირდაპირ ლობირებას უწევს მოსამართლეთა იმ ოდიოზურ ჯგუფს. ჩვენ ვამბობთ, რომ სასამართლო სისტემა უნდა გათავისუფლდეს მურუსიძე-ჩინჩალაძეებისა და დანარჩენებისგან. ეს ხალხი ამ სისტემიდან უნდა გავიდეს. ამიტომ ცვლილება, რომელსაც ახლა წარმოადგენს ქალბატონი ეკა ბესელია, არის უმნიშვნელოვანესი,”-აცხადებს ინაშვილი.

region
ავტ.: region თებერვალი 21, 2019 15:31