სასამართლო რეფორმის საკითხებზე ეკა ბესელია საფრანგეთში შეხვედრებს გამართავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესთან და იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილე ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად, 15-16 მარტს, პარიზსა და ბორდოში სასამართლო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები, რომლებიც საქართველოში 2017-2021 წლებისთვის სასამართლო რეფორმის ყოვლისმომცველი სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სპეციალური თანამშრომლობის ფორმატის მონაწილეები არიან, სხვადასხვა საკითხზე ფრანგი კოლეგების გამოცდილებას გაეცნობიან, მათ შორის – იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა ჩარიცხვის გაუმჯობესებული სისტემა, მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის დახვეწა; საუკეთესო პოტენციური კანდიდატების მოზიდვის პრაქტიკა; მსმენელთათვის ძირითადი განათლების სისტემის გაუმჯობესება და მოსამართლეთათვის და სასამართლოს მოხელეთა განგრძობადი განათლების სისტემის გაუმჯობესება.

შეხვედრები საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროსა და მართლმსაჯულების ეროვნულ სკოლაში, ევროკავშირი-საქართველოს პროგრამის (EU4Justice) – სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მხარდაჭერით იმართება.

შეხვედრებში საქართველოდან სასამართლოს წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი : რუსეთის არაკონსტრუქციულობის ფონზე, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატია15-16 მარტს მდინარე გუმისთიდან შემოტევა ჩვენმა ბიჭებმა ღირსეულად მოიგერიეს