“სასამართლო რეფორმის ხედვაა განსახილველი და არა ის, რომ შევაჩეროთ დანიშვნები და არ ვიცოდეთ, რა გზით წავიდეთ” – კახიძე ბესელიას კანონპროექტზე

საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი ეკა ბესელიას ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით შეჩერებას გულისხმობს, მხარს უჭერს, საპარლამენტო უმცირესობაში კი საკუთარი ხედვა აქვთ და რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ.

როგორც ოთარ კახიძე აცხადებს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებამდე უნდა არსებობდეს სასამართლო რეფორმის გეგმა.

„რომ შეჩერდეს ეს დანიშვნები, რეფორმა არის მაინც გასატარებელი და ჩვენ წარმოვადგინეთ რეფორმის ხედვა. ამიტომ რეფორმის ხედვაა განსახილველი დაჩქარებული წესით, ეს უნდა მოვიფიქროთ – როგორ დავამტკიცოთ, რა პროცედურა შევიმუშაოთ და არა ის, რომ შევაჩეროთ დანიშვნები ისე, რომ არ გვქონდეს გზა, რა გზითაც უნდა წავიდეთ,“ – აცხადებს ოთარ კახიძე.

ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს სესიაზე განიხილავენ, სადაც დეპუტატებმა საკითხს პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი.

იურიდიული კომიტეტის დაძაბული სხდომის გათვალისწინებით, კანონპროექტი უმრავლესობის უმრავლესობისგან მხარდაჭერას, სავარაუდოდ, ვერც სესიაზე მოიპოვებს, რის შემდეგაც ინიციატივის ავტორები საკონსტიტუციო ცვლილებების მიზნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.

banner
წინა სტატიაში“თუ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას მხარს არ დაუჭერენ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მოვითხოვთ” – ეკა ბესელია
შემდეგი სტატიაპოლიციამ ქობულეთის რაიონში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნა