სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილება მოითხოვეს

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილება მოითხოვეს.

აღნიშნული შუამდგომლობის არგუმენტად მის მიერ მედიაში გავრცელებული ის ინტერვიუ დასახელდა, რომელშიც გიორგი მუჯირი საქმის დეტალებზე და გარემოებებზე საუბრობდა. ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორგი მუჯირის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

აღნიშნულ შუამდგომლობას ხმაური მოჰყვა სხდომათა დარბაზში. პროკურორების განცხადებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, რაც მოსამართლემ არ უნდა დააკმაყოფილოს.

„მათ სურთ, აღქმა გააჩინონ, რომ მხოლოდ პიჯაკებზე და სამგლოვიარო თაიგულის გამო სამართლდება სააკაშვილი. მათ დისკომფორტს უქმნის საქმეში ის უამრავი დანახარჯი, რაც არსებობს. ფაქტია, რომ საჯარო ინტერესი არის დიდი. ჩვენ გვიწევს განმარტებების გაკეთება და ჩემი მხრიდან რომ საქმის მასალებიდან მოხდა ფაქტის დემონსტრირება, რომ 26 მაისის შემდეგ რამდენიმე თვეში ვიზიტიც არ ჰქონდა და იღებდა ფუფუნების საგნებს, ეს თუ მორალურად უქმნით დისკომფორტს, ეს არ ნიშნავს, რომ მე უნდა ამეკრძალოს, დავასახელო ეს ფაქტები. ეს არ არის ის, რომ ჩემი განცხადებები მოტივირებულია პოლიტიკურად. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად რატომ სამართლდება მიხეილ სააკაშვილი და არა პიჯაკები, რაც მთლიანი თანხის 0.5 პროცენტია“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ელიტური კორუფციის არნახული მასშტაბებია, 9 მლნ ლარზეა საუბარი და უნდათ დაიყვანონ პიჯაკებამდე, სააკაშვილს 200 000 დოლარი აქვს დახარჯული სტილისტზე და მზარეულზე
შემდეგი სტატიაგოცირიძე – ერთხელ სალომე ზურაბიშვილს წამოსცდა, წლის ბოლოს ფული დამრჩა და კლარნეტი ვიყიდეო