სასამართლო პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსი გაბუნიამ განუცხადა.

თამარ საძაგლიშვილს ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს. მას საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

დაკავებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს, ვინაიდან მისივე თქმით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. გაბუნია აცხადებს, რომ საძაგლიშვილს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.

banner
წინა სტატიაში“ჩცდ“ ეთერში ოქტომბერში დაბრუნდება
შემდეგი სტატიამაკო გომურს ხელოვნური თვალი ჩაუსვეს