სასამართლო ლევან ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 23, 2019 19:56

სასამართლო ლევან ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენისა და მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სხდომა მიმდინარეობს. პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს ალტერნატივად გირაოს შესთავაზებს, გირაოს თანხას კი, ბრალდებულთან შეათანხმებს. სასამართლოში მიმდინარე პროცესს ლევან ჯიბღაშვილის მეგობრები ესწრებიან.

ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ჯიბღაშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 23, 2019 19:56

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


4,438
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics