სასამართლო ყიზილაჯლოში დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

news
ავტ.: news ოქტომბერი 14, 2016 16:42

სასამართლო ყიზილაჯლოში დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.

პროცესს დაკავებულები და მათი ოჯახის წევრები ესწრებიან.

ბრალდების მხარე მათთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, რასაც დაცვის მხარე არ იზიარებს.

პროკურორ ლევან ჯალაღონიას განცხადებით, კონკრეტული პირები ცდილობენ, საქმეს პოლიტიკური ელფერი მისცენ.

მისი თქმით, დაკავებულებმა ათეულობით პოლიციელს ქვების გამოყენებით დაზიანებები მიაყენეს.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ყველა დაკავებული სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე უნდა დატოვოს.

„არცერთი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი, თავს დამნაშავედ არ გრძნობს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, რაც კანონის მოთხოვნებთან სრულიად შეუსაბამოა. ჩვენ შევეცდებით, სასამართლო დავარწმუნოთ, რომ მათ მიმართ არავითარი სახის აღკვეთის ღონისძიება არ იქნას გამოყენებული, რადგან ჩვენი თვალთახედვით, ადგილი აქვს მოსახლეობის დაშინების მცდელობას წინასაარჩევნოდ, რომ მეორე ტურში მოხდეს ამომრჩევლის პასიურობა“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, არჩევნების დღეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შსს-მ 6 პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს.

news
ავტ.: news ოქტომბერი 14, 2016 16:42

Google სტატისტიკა


4,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics